TOP-NEWS.GE / საქართველოში პირველად, ბ ჰეპატიტზე უფასო სკრინინგი ქუთაისში დაიწყო

საქართველოში პირველად, ბ ჰეპატიტზე უფასო სკრინინგი ქუთაისში დაიწყო

მიმდინარე წელს საქართველოში ამოქმედდება  „ბ ჰეპატიტით დაავადებულთა სამკურნალო“ სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მოიცავს უკვე რეგისტრირებულ დაავადებულ მოქალაქეებს.

ქუთაისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინიციატივით, ქალაქში დაიწყო უფასო სკრინინგი ბ ჰეპატიტზე. ცენტრის მიერ შექმნილია ჯგუფი, რომელიც სხვადასხვა  დაწესებულებაში ჩაატარებს გამოკვლევას (ტესტირებას) ბ ჰეპატიტზე.  დღეს სკრინინგი ქუთაისის მერიის თანამშრომლებს ჩაუტარდათ. იმ შემთხვევაში, თუკი ტესტირების შედეგად მოქალაქეს დაუდასტურდება ბ ჰეპატიტი, გაეწევა რეკომენდაცია  აღნიშნულ სახელმწიფო პროგრამაში ჩასართავად.

სახელმწიფო პროგრამის  სერვისის მიწოდებას  ქუთაისში ახორციელებს „მედიქალსიტი“ და „იმერეთის მედიცინის განვითარების ცენტრი“. 

პროექტი საპილოტეა - საქართველოში პირველად,  ბ ჰეპატიტზე უფასო სკრინინგი ქუთაისის მუნიციპალიტეტში დაიწყო.

19-02-2025, 13:06
უკან დაბრუნება