TOP-NEWS.GE / ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში მე - 4 საამქროს 21-ე ღუმელი ექსპლუატაციაში გაუშვეს

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში მე - 4 საამქროს 21-ე ღუმელი ექსპლუატაციაში გაუშვეს

ზესტაფონის ფეროშენადნობთა  ქარხანაში მე - 4 საამქროს 21-ე ღუმელი ექსპლუატაციაში გაუშვეს.

განახლებული ღუმელი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა, პროცესს ფეროშენადნობთა ქარხნის წარმომადგენლებთან ერთად, ზესტაფონის მერი -ვასილ გველესიანი ესწრებოდა.

როგორც საწარმოს ადმინისტრაცია აცხადებს, განახლებული ღუმელი, დღე-ღამეში 70 ტონა მაღალხარისხიანი მზა პროდუქციის უწყვეტ წარმოებას უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ ღუმელის აღდგენა ქარხნის მუშა-მოსამსახურეთა ძალებით განხორციელდა.

18-02-2025, 19:04
უკან დაბრუნება