2025 წლის 3 ივნისიდან, ავიაკომპანია Wizz air-ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან საფრანგეთის ქალაქ ლიონის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს.
“ახალი მიმართულება განსაკუთრებით ფეხბურთის მოყვარულებსა და გიორგი მიქაუტაძის გულშემატკივრებს გაახარებს - პირდაპირი რეისი საშუალებას გაძლევთ ქართველი ფეხბურთელის მატჩებს „ლიონის“ საშინაო სტადიონზე დაესწროთ, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა.
რეისები კვირაში ორჯერ - სამშაბათსა და შაბათს შესრულდება.
ბილეთების ფასი სულ რაღაც 69,99 ევროდან იწყება და Wizz air-ის ვებგვერდზე - https://bit.ly/3WPs6RL უკვე ხელმისაწვდომია,”-აცხადებენ აეროპორტში.