DMO Imereti სტამბულში მიმდინარე აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის ტურიზმისა და მოგზაურობის 28-ე საერთაშორისო გამოფენაში - EMITT 2025 მონაწილეობს.
EMITT 2025 ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტურისტული გამოფენაა მსოფლიოში, რომელიც ყოველწლიურად აერთიანებს საერთაშორისო და ეროვნული ტურიზმის სფეროს წამყვან წარმომადგენლებს 100- მდე ქვეყნიდან.
“წლევანდელი გამოფენის მთავარი თემა – „ტურიზმის გადაფასება“ და იგი ფოკუსირდება მდგრად ტურიზმზე და ინოვაციურ მიდგომებზე, რაც საშუალებას იძლევა, გავაფართოვოთ საერთაშორისო კავშირები, განვიხილოთ ახალი სტრატეგიები და შესაძლებლობები ტურიზმის სფეროში,”-აცხადებენ DMO იმერეთში.