გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ცნობით, ქუთაისში, 6 თებერვალს სასმელი წყლის მიწოდება შეწყდება.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, შეფერხება ტექნიკურ სამუშაოებს უკავშირდება.
“6 თებერვალს 10:00სთ-დან 20:00სთ-მდე სასმელი წყლის მიწოდება შეწყდება!
დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ცხელ ხაზს-📞0322930000,”-ნათქვამია განცხადებაში.