TOP-NEWS.GE / რაჭაში “ქართული ლიგის” ფესტივალი გაიმართება

რაჭაში “ქართული ლიგის” ფესტივალი გაიმართება

2 თებერვალს, ამბროლაურის კულტურის ცენტრში იუმორისტული პროექტის "ქართული ლიგის" ფესტივალი გაიმართება. 

“ქართული ლიგის“ ფესტივალში  მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს სხვადასხვა ქალაქის სკოლებისა და უნივერსიტეტების გუნდები.

“ჟიურის წევრები გიორგი გაბუნია, ზვიად ბლიაძე, ნიკოლოზ მახვილაძე,ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზაალ მეტრეველი და  სხვა ცნობადი სახეები იქნებიან,  საღამოს კი ჯიმი აბესაძე წაიყვანს.

ღონისძიების მხარდამჭერია: რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია და კერძო სექტორის წარმომადგენლები.     ფესტივალის დასაწყისი 15:00 საათი, დასწრება თავისუფალია,”-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

31-01-2025, 15:46
უკან დაბრუნება