TOP-NEWS.GE / ხარაგაულის ტყეში უკანონოდ მოპოვებული წაბლის მასალა იპოვეს

ხარაგაულის ტყეში უკანონოდ მოპოვებული წაბლის მასალა იპოვეს

ეროვნული სატყეო სააგენტოს იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა   ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო ტყეში, 5 კუბურ მეტრამდე  „წითელი ნუსხით“ დაცული წაბლის სახეობის სამასალე მერქნის უკანონოდ მოპოვების ფაქტი გამოავლინეს. უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე ზესტაფონის „საქმიან ეზოშია“ გადატანილი.

“წაბლი „წითელი ნუსხით“ დაცული სახეობაა. საქმე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა. გარემოს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა, რომლის დაანგარიშებაც მიმდინარეობს“, - აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა კახა ცერცვაძემ.

31-01-2025, 12:47
უკან დაბრუნება