TOP-NEWS.GE / DMO იმერეთი ინდოეთისა და აზიის წამყვან ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს

DMO იმერეთი ინდოეთისა და აზიის წამყვან ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს

DMO იმერეთი OTM Mumbai 2025- ის მონაწილეა.

OTM Mumbai 2025, ინდოეთისა და აზიის წამყვანი ტურისტული გამოფენაა, გლობალური ტურისტული ინდუსტრიის ერთგვარი ჰაბი, სადაც ძირითადი აქცენტები კეთდება ტურიზმის უახლეს ტენდენციებზე, ინოვაციურ ტურისტულ შეთავაზებებსა და სამოგზაურო ინდუსტრიის განვითარებაზე.

გამოფენაში მონაწილეობენ როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ტურისტული სერვისის მომწოდებლები. მისი მიზნობრივი აუდიტორია მოიცავს ტურისტული ინდუსტრიის პროფესიონალებს – ტუროპერატორებს, სააგენტოებსა და დესტინაციების წარმომადგენლებს.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, გამოფენის მასპინძელი -  Jio World Convention Centre, რომელიც თავისი თანამედროვე ინფრასტრუქტურით, მასშტაბური შესაძლებლობებითა და შესანიშნავი ადგილმდებარეობით გამოირჩევა. მუმბაი, როგორც ინდოეთის ეკონომიკური ცენტრი და საერთაშორისო ბიზნეს კარიბჭე, უნიკალურ შესაძლებლობას ქმნის ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის ახალი კონტაქტების დასამყარებლად და დინამიკურ გარემოში საქმიანობის გასაფართოებლად.

31-01-2025, 12:25
უკან დაბრუნება