ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩის საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის მიხედვით, ქუჩაზე მოეწყობა ასფალტბეტონის საფარი, ტროტუარი, სანიაღვრე ქსელი.
მესხიშვილის ქუჩის რეაბილიტაციისთვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 948 654 ლარია გამოყოფილი.