ხარაგაულის სოფელ კიცხის საბავშვო ბაღის ახალ შენობაში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი დაიწყო.
ე. კიკნაძის სახელობის სკოლამდელი დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის, თამარ ლაცაბიძის, ინფორმაციით სოფელ კიცხის საბავშვო ბაღის ახალ შენობაში სოფელ ბორის საბავშვო ბაღისა და სოფელ კიცხის საბავშვო ბაღის 4-6 წლიანი ასაკის აღსაზრდელები გადავლენ.
ბაღი გათვლილია 50 აღსაზრდელზე, სრულად აკმაყოფილებს ევროსტანდარტებსა და ადაპტირებულია შშმ პირთათვის.
საბავშვო ბაღში მოეწყო შიდა და გარე სივრცეები, რეკრეაციული ზონები, სველი წერტილები და კომუნიკაციები. ინვენტარის, სათამაშოებისა და ყველა საჭირო რესურსის შეძენა ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა.
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებით სასკოლო მზაობისა და შერეული ასაკის ჯგუფის აღსაზრდელები ისარგებლებენ, ხოლო კიცხში არსებული ძველი სკოლამდელი დაწესებულებით 4 წლამდე ასაკის პატარები.
შეგახსენებთ, სოფელ კიცში საბავშვო ბაღის ახლი შენობის სამშენებლო სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, 1 278 332 ლარად, ამხანაგობა “ჰეადერი" ასრულებდა.
აღსანიშნავია, რომ სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა მმართველი გუნდის ერთ-ერთი პრიორიტეტია. აქედან გამომდინარე ბოლო წლების განმავლობაში ხარაგაულის მუნიციალიტეტში 11 საბავშვო ბაღი აშენდა, ხოლო რეაბილიტაცია ხუთს.
ინფორმაციისათვის: სოფელ კიცხის ახალ საბავშვო ბაღს ლელა ხიჯაკაძე უხელმძღვანელებს.