TOP-NEWS.GE / უზუნთა-საჩხერე-შქმერის გზაზე გადასახედი მოეწყობა

უზუნთა-საჩხერე-შქმერის გზაზე გადასახედი მოეწყობა

2025 წელს  ონის მუნიციპალიტეტში, შიდა სახელმწიფო მნიშვნელობის გზის უზუნთა-საჩხერე-შქმერი-ონის მონაკვეთზე გადასახედის მოწყობა იგეგმება.

სოფელ შქმერში (ქვაგახეთქილასთნ) გადასახედის მოწყობის სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა.

🌐იხილეთ: https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=611949&lang=ge

“პროექტები როგორც სახელმწიფო, ისე ადგილობრივი ბიუჯეტიდან, რომლის  სატენდერო ღირებულება 500`000 ლარს შეადგენს. დასრულება ივლისის ბოლოს იგეგმება.

აღნიშნული პროექტით კიდევ ერთი ახალი ტურისტული ლოკაცია შეემატება მუნიციპალიტეტს.

ტურიზმის განვითარება და ტურისტული ადგილების მოწყობა ადგილობრივი ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომლის მიზანს ონის და რაჭის პოპულარიზაცია, ადგილობრივებისა და ტურისტებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურული გარემოს შექმნა წარმოადგენს,”-აცხადებენ ონის მერიაში. 

27-01-2025, 16:39
უკან დაბრუნება