TOP-NEWS.GE / ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრებს “მეტრო” მოემსახურება

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრებს “მეტრო” მოემსახურება

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავტობუსით მგზავრთა გადაყვანის მომსახურებაზე უფლების მოსაპოვებლად ინტერესი 3-მა სატრანსპორტო კომპანიამ დააკმაყოფილა. 

“ჯორჯიან ბას“ და ,,ომნიბუსს ექსპრეს“-თან ერთად მგზავრთა გადაყვანას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამდე და პირიქით, ახლა უკვე მესამე სატრანსპორტო კომპანია -,,მეტრო ჯორჯია” განახორციელებს. 

“მეტრო ჯორჯიამ“ ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში ოპერირება უკვე დაიწყო და მგზავრებს, დანარჩენი ორი კომპანიის მსგავსად, ფრენებზე მორგებულ განრიგს შესთავაზებს და თბილისიდან და ბათუმიდან გადაიყვანს.

“მეტრო ჯორჯია” საერთაშორისო ევროპული ჰოლდინგის „Metro“-ს პარტნიორია საქართველოში და სატრანსპორტო სფეროში ერთ-ერთ წამყვან კომპანიას წარმოადგენს. 

“მეტრო ჯორჯიას” ავტობუსები სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე ევროპულ სტანდარტებს. ისინი აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით და მგზავრების მაქსიმალური უსაფრთხოებისა და კომფორტის უზრუნველსაყოფად არის შექმნილი. კომპანიის პოლიტიკა ორიენტირებულია მომსახურების ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებასა და მგზავრთა კომფორტულ გადაადგილებაზე.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი „მეტრო ჯორჯიას”-თან პარტნიორობით კიდევ უფრო გააძლიერებს მგზავრთა კომფორტულად და უსაფრთხოდ ტრანსპორტირების შესაძლებლობებს. 

ბილეთების შეძენა კომპანიის ვებგვერდზე https://metrogeorgia.ge/ უკვე შესაძლებელია.

24-01-2025, 12:14
უკან დაბრუნება