TOP-NEWS.GE / ქუთაისი-თბილისის დამაკავშირებელ გზაზე შეზღუდვებია

ქუთაისი-თბილისის დამაკავშირებელ გზაზე შეზღუდვებია

ქუთაისი-თბილისის დამაკავშირებელ გზაზე შეზღუდვებია.

“ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო  გზის კმ133-კმ162 (სურამის სატრანსპორტო კვანძი-ბორითი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია,”-აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში. 

19-01-2025, 10:55
უკან დაბრუნება