ქუთაისში მოქალაქეს ახალი წლის ღამეს გასაშრობად გაკიდებული სარეცხი მოპარეს.
“დაიწყო უკვე ქურდობა თუ რა ხდება: წუხელ სარეცხი გაკიდა ჩემა დამ და ამ დილით რომ გამოვიდა, ყველაფერი წაღებული დახვდა. არ გრცხვენიათ მაინც? რა გჭირთ ხალხო, სულ დაკარგეთ ნამუსი?,”-წერს მირანდა მალანია სოციალურ ქსელში.
როგორც მოქალაქეები აღნიშნავენ, საცხოვრებელი სახლებიდან ტანისამოსისა და ფეხსაცმლის ქურდობა ხშირი შემთხვევაა.