TOP-NEWS.GE / ქუთაისის საბავშვო ბაღებში არდადეგები 27 დეკემბრიდან დაიწყება

ქუთაისის საბავშვო ბაღებში არდადეგები 27 დეკემბრიდან დაიწყება

ქუთაისის მერიის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში შემავალ საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 27 დეკემბერს შეწყდება. 

როგორც გაერთიანებაში აცხადებენ, ზამთრის არდადეგები 20 იანვრამდე გაგრძელდება. 

ცნობისთვის, გაერთიანებაში 37 ბაღი შედის, სადაც 8 000 -მდე აღსაზრდელი იღებს მონაწილეობას. 

23-12-2024, 17:56
უკან დაბრუნება