TOP-NEWS.GE / სამტრედიაში მთავარი ნაძვის ხე 25 დეკემბერს აინთება

სამტრედიაში მთავარი ნაძვის ხე 25 დეკემბერს აინთება

სამტრედია ახალ, 2025 წელს განახლებული საახალწლო მორთულობით და ილუმინაციებით ხვდება. 

მუნიციპალიტეტში  წინა საახალწლო სამზადისი აქტიურად მიმდინარეობს. უკვე დასრულდა ქალაქის მთავარი ნაძვის ხის აწყობა, რომელიც 25 დეკემბერს საზეიმოდ განათდება. 

ქალაქში ილუმინაციების მონტაჟის პროცესს მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე აკვირდება. 

როგორც მერმა აღნიშნა,  ახალი წლის დღეები სამტრედიაში სხვადასხვა ღინისძიებებით აღინიშნება, კულმინაცია  ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლების მონაწილეობით დაგეგმილი გრანდიოზული კონცერტი იქნება.

19-12-2024, 20:53
უკან დაბრუნება