ქუთაისში მთავარი ნაძვის ხე 21 დეკემბერს აინთება. ამ დღეს გაიმართება მთავრობის მიერ ორგანიზებული საახალწლო ღონისძიება ცენტრალურ მოედანზე.
“ახალი წლის დღეები იწყება. 21 დეკემბერს ქუთაისში გელოდებით ცენტრალურ მოედანზე 14:00 საათიდან. შევუქმნათ პატარებს საზეიმო განწყობა. ერთად ავანთოთ ნაძვის ხე და ერთად ვიზეიმოთ დამდეგი ახალი წელი,”-ნათქვამია ღონისძიების ანონსში.