TOP-NEWS.GE / ონის მუნიციპალიტეტი გაზის გარეშე დარჩა

ონის მუნიციპალიტეტი გაზის გარეშე დარჩა

ონის მოსახლეობას ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა. 

“მოსახლეობის საყურადღებოდ !

მაგისტრალზე ავარიული წყვეტის გამო, ონის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა.

ამ დროისთვის მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები და ბუნებრივი გაზის ჩართვა 14:00 საათიდან ეტაპობრივად განახლდება.

გთხოვთ გამოიჩინოთ სიფრთხილე და დაიცვათ ბუნებრივი გაზის უსაფრთხო მოხმარების წესები,”-ნათქვამია ონის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

12-12-2024, 10:51
უკან დაბრუნება