TOP-NEWS.GE / 13 დეკემბერს ქუთაისს აკურთხებენ

13 დეკემბერს ქუთაისს აკურთხებენ

13 დეკემბერს ქუთაისში სადღესასწაულო მსვლელობა გაიმართება და ეპარქიის კურთხევა მოხდება.

“13 დეკემბერს აღესრულება ხსენება წმ. ანდრია პირველწოდებულისა, საქართველოში ქრისტეს პირველმქადაგებლისა, წმ. მეფე ვახტანგ გორგასლისა და  წმ. პეტრე I კათოლიკოსისა.

მაღალყოვლადუსამღვდელოესი ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე სადღესასწაულო ლიტურგიას შეასრულებს ქუთაისის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების-სიონის(ბაგრატი) საკათედრო ტაძარში,  9 საათზე.

წირვის დასრულების შემდეგ ბაგრატის ტაძრიდან დაიწყება სადღესასწაულო მსვლელობა - ლიტანიობა და იკურთხება  ეპარქია,”-ნათქვამია ეპარქიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

9-12-2024, 20:29
უკან დაბრუნება