ხარაგაულის მერიაში, ორშაბათის ტრადიციულ თათბირზე ის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, რომელიც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებას, სოციალურ მხარდაჭერას, ინფრასტრუქტურულ გამოწვევებსა და მოქალაქეთა საჭიროებებს ეხება-ამის შესახებ ინფორმაციას მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, განხილულ საკითხებს შორის განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მერიის წარმატებულ სოციალური პროგრამებს და სოციალური მიმართულებით არსებულ სამომავლო გეგმებს.
სოციალური პროგრამები:
საახალწოდ ხარაგაულის მერია 𝟭𝟬𝟬𝟬 ოჯახს დახმარება.
𝟮𝟬𝟮𝟱 წლისთვის სოციალური ბიუჯეტი, დამატებითი, ახალი სოციალური ქვე-პროგრამების ხარჯზე 𝟮 მილიონ 𝟵𝟬𝟬 ათას ლარამდე გაიზრდება, რაც მოქალაქეთა საჭიროებების დაკმაყოფილების უფრო მეტ შესაძლებლობებს ქმნის.
,,ეს არის მხარდაჭერა, რომელსაც ხარაგაულის მერია სთავაზობს თავის მოქალაქეებს. მსგავსი მასშტაბის პროგრამები გაცილებით დიდი ბიუჯეტის მქონე მუნიციპალიტეტებშიც კი იშვიათია,” - აღნიშნა კობა ლურსმანაშვილმა.
განათლება და ბავშვთა კეთილდღეობა:
მიმდინარე წელს ხარაგაულში 𝟮 საჯარო სკოლა რეაბილიტირდა, რაც სასწავლო გარემოს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.
კიცხის ახალი საბავშვო ბაღი, უახლოეს მომავალში სრულად აღიჭურვება და დაიწყებს ფუნქციონირებას. მუნიციპალიტეტს კიდევ ერთი, ახალი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი საბავშვო სივრცე შეემატება.
ინფრასტრუქტურა:
მერმა თათბირზე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა გედსამანიაში სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენაზე.
მერის განცხადებით:
გედსამანიაში სტიქიის შედეგად დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 𝟮 მილიონი ლარი გამოიყოფა.
"იანვარში ჩვენ მივიღებთ დაფინანსებას და დავიწყებთ ამ თანხის პროექტებად გადაქცევას, რაც სტიქიის შედეგად დაზიანებული გზების, ხიდების, ხიდბოგირების და ნაპირსამაგრების აღდგენას მოხმარდება," – აღნიშნა მერმა თათბირის მიმდინარეობისას.
წლის განმავლობაში გაწეული ეფექტური სამუშაოებისთვის კობა ლურსმანაშვილმა მადლობა გადაუხადა მოადგილეს, დავით დევდარიანს და ინფრასტრუქტურის და კეთილმოწყობის სამსახურს.
,,ჩვენ დაგეგმილი სამუშაოები გავაორმაგეთ და 𝟱 მილიონი ლარით მეტი სამუშაო ჩავატარეთ. ხარაგაულს 𝟮𝟬𝟮𝟰 წელს ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების მხრივ 𝟭𝟬𝟬%შესრულება გვაქვს , რაც 𝟮𝟬𝟮𝟱 წლისთვის კარგ სტარტს განაპიროებებს” - აღნიშნა მერმა.
განსახლების პროგრამა – სახელმწიფო აქტიურად თანამშრომლობს ჩვენს თვითმმართველობასთან, რათა შეჭირვებულ ოჯახებს ახალი სახლები შეუძინოს და მათ უკეთესი ცხოვრების შესაძლებლობა მისცეს. კობა ლურსმანაშვილმა ხაზი გაუსვა , აღნიშნული სახელმიწფო პროგრამის მნიშვნელობას რომლის ფარგლებშიც ხარაგაულში ათობით ოჯახს გაეწია დახმარება საცხოვრისის უზრუნველყოფით.
ენერგომომარაგება:
მუნიციპალიტეტის მერმა წარმომადგენლებთან ერთად თათბირზე ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემები განიხილა.
მან ყურადღება გაამახვილა ენერგო-პროს ხარაგაულის სერვის ცენტრის საქმიანობაზე და ცენტრის წარმომადგენლებთან შეხვედრა დაანონსა.
მერის გზავნილი:
ხარაგაულის მერია აგრძელებს მუშაობას მოქალაქეთა საჭიროებებზე და მუნიციპალიტეტის განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას.