საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ქუთაისში უგულშემატკივრებენ.
ქალაქის მერიის ინფორმაციით, 16 ნოემბერს, 21:00 სთ-ზე, ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, საქართველოსა და უკრაინის ეროვნული ნაკრებების თამაშის პირდაპირი ტრანსლირება მოეწყობა ქუთაისის მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის სახელობის სპორტის სასახლეში ( მის. ახალგაზრდობის გამზ. 98).
დასწრება თავისუფალია.