TOP-NEWS.GE / კლდეეთი-ალავერდის დამაკავშირებელ გზას, რომლითაც 5 სოფლის მოსახლეობა სარგებლობს, რეაბილიტაცია ჩაუტარდა

კლდეეთი-ალავერდის დამაკავშირებელ გზას, რომლითაც 5 სოფლის მოსახლეობა სარგებლობს, რეაბილიტაცია ჩაუტარდა


რეგიონული განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით და მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით  კლდეეთი - ალავერდის დამაკავშირებელ გზაზე პირველად განხორციელდა მასშტაბური საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი.  რეაბილიტირებული გზით  200 - ზე მეტი ოჯახი ისარგებლებს-ინფორმაციას ამის შესახებ ზესტაფონის მერია ავრცელებს. 

საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული გზის მონაკვეთით ხარაგაულის მუნიციპალიტეტთან დაკავშირებაც არის შესაძლებელი.

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მერიის დაკვეთით შპს "სანდრო" - მ განახორციელა. გზის რეკონსტრუქციაზე 660 214 ლარი  დაიხარჯა.

14-11-2024, 20:48
უკან დაბრუნება