TOP-NEWS.GE / ტყიბულში უცნობ ხელოვანთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა

ტყიბულში უცნობ ხელოვანთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა

ტყიბულის შოთა რუსთაველის სახელობის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ღია სივრცემ უცნობ ტყიბულელ ხელოვანთა გამოფენა-გაყიდვას უმასპინძლა.

20-მდე შემოქმედი ადამიანის მიერ წარმოდგენილი ნამუშევრები სხვადასხვა ჟანრსა და მასალაში იყო წარმოდგენილი.

ღონისძიებას ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ჩერქეზიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ეწვია, პირადად გაეცნო ყველა ავტორს  და მათი ნამუშევრები შეიძინა. მოგვიანებით კი, ისინი სამახსოვრო სიგელებითაც დააჯილდოვა.

გამოფენას ორგანიზება ა.(ა).ი.პ.  კულტურის ობიექტების გაერთიანებამ და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლემ გაუწიეს.

9-11-2024, 11:08
უკან დაბრუნება