TOP-NEWS.GE / მერაბ დვალიშვილს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლეს

მერაბ დვალიშვილს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე UFC-ს ჩემპიონის ტიტულის მფლობელ მერაბ დვალიშვილს შეხვდა.

მთავრობის მეთაურმა სპორტსმენს გამარჯვება  მიულოცა, წარმატებები უსურვა და ქვეყნისთვის მოპოვებული გამარჯვების მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი. 

UFC-ს ჩემპიონმა ირაკლი კობახიძეს სიმბოლური საჩუქარი გადასცა.

2-10-2024, 16:38
უკან დაბრუნება