მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში იმპორტირებულია 3 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების ყურძენი. აღსანიშნავია ისიც, რომ გასულ წლის იმავე პერიოდთან შედარებით ყურძნის იმპორტი 2.8%-ით გაიზარდა. კერძოდ, გასულ წელს ქვეყანაში 2.9 მილიონი დოლარის ღირებულების აღნიშნული ხილი შემოვიდა.
მიმდინარე წელს საქართველომ ყურძენი შემდეგი 10 ძირითადი ქვეყნიდან იყიდა:
ირანი - 960 ათასი დოლარის 489 ტონა;
სომხეთი - 565 ათასი დოლარის 602 ტონა;
უზბეკეთი - 513 ათასი დოლარის 294 ტონა;
თურქეთი - 403 ათასი დოლარის 355 ტონა;
ნიდერლანდები - 336 ათასი დოლარის 97 ტონა;
ჩინეთი 235 ათასი დოლარის 172 ტონა;
ინდოეთი 50 ათასი დოლარი 26 ტონა;
ლიეტუვა - 12 ათასი დოლარის 4 ტონა;
არაბთა გაერთიანებული საემიროები - 5 ათასი დოლარის 1.5 ტონა;
პოლონეთი 990 დოლარის - 170 კგ.