TOP-NEWS.GE / "ყოველთვის ვგრძნობ, რომ ჩემს პაციენტებს აქვთ ჩემი იმედი, მენდობიან,"-ახალგაზრდა წარმატებული ექიმი-ენდოკრინოლოგი ქუთაისიდან

"ყოველთვის ვგრძნობ, რომ ჩემს პაციენტებს აქვთ ჩემი იმედი, მენდობიან,"-ახალგაზრდა წარმატებული ექიმი-ენდოკრინოლოგი ქუთაისიდან

საინფორმაციო სააგენტო Top-news.ge ახალ პროექტს, სახელწოდებით "ჩემი ექიმი" გთავაზობთ. რუბრიკის ფარგლებში სააგენტო თავიანთ სფეროში მისაბაძ და საამაყო ყველა იმ ექიმს გაგაცნობთ, რომელთაც პაციენტები ყველაზე ძვირფასს-თავიანთ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ანდობენ. 

ანა დათიაშვილი ახალგაზრდა მედიკოსია. ექიმი-ენდოკრინოლოგის სახელი სამედიცინო წრეებში უკვე კარგად ცნობილია. როგორც წარმატებული ექიმი გვიყვება, ბავშვობის ოცნება აიხდინა. ამჟამად პაციენტებს "კლინიკა ბომონდში", წმ. ნიკოლოზის სახელობის სამედიცინო და სარეაბილიტაციო ცენტრში იღებს და ასევე, მართავს ონლაინ კონსულტაციებს. 

"2011 წელს ჩავაბარე თბილისის სამედიცინო აკადემიაში მედიცინის ფაკულტეტზე, შემდგომ სწავლა განვაგრძე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2018-2020 წლებში რეზიდენტურა გავიარე ენდოკრინოლოგიაში - ბელორუსიაში, კერძოდ მინსკში, ბელორუსიის სამედიცინო აკადემიაში. 2 წლის განმავლობაში ვმუშაობდი ენდოკრინოლოგიურ განყოფილებაში, სადაც  ვნახულობდი სხვადასხვა სირთულის პაციენტეს, ვეცნობოდი საინტერესო და იშვიათ შემთხვევებს. ვფიქრობ, ეს ჩემთვის საუკეთესო გამოცდილება იყო. საქართველოში დაბრუნების შემდგომ გავიარე 6-თვიანი უნიფიცირებული კურსი ენდოკრინოლოგიაში- დავით მეტრეველთან და გავხდი სერტიფიცირებული ექიმი-ენდოკრინოლოგი. 4 წელია უკვე ვმუშაობ ჩემი პროფესიით და სულ რამდენიმე დღის წინ ისევ დავიწყე სწავლა. დაგიბრუნდებით სერტიფიცირებული ექიმი - ნუტრიციოლოგ- დიეტოლოგი.

 მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო სფეროში არც დედა მყავს და არც მამა, ბავშვობიდან ვოცნებობდი თეთრ ხალათზე. ფიქრი იმაზე, რომ ვიღაცას შენი დახმარება სჭირდება და შენ ეს შეგიძლია, დიდ სიამოვნებას მანიჭებდა. გავიზარდე და როგორც ხედავთ აზრი არ შემიცვლია - ბავშვობის ოცნება ავიხდინე და გავხდი ექიმი,"-ამბობს ანა დათიაშვილი. 

ახალგაზრდა, წარმატებული მედიკოსისათვის ყველაზე დიდი ბედნიერება კმაყოფილი პაციენტია. პაციენტებისათვის კიდევ უფრო დიდი სამსახურის გაწევის მიზნით, ახალგაზრდა ექიმმა სოციალურ ქსელში ჯგუფიც შექმნა, სადაც პაციენტების შეკითხვებს პასუხობს და მათ რჩევებს აძლევს. 

https://www.facebook.com/groups/254068520669960

"ჩემი პაციენტები მხოლოდ ვიზიტით არ შემოიფარგლებიან, გვაქვს ყოველდღიური სატელეფონო კომუნიკაცია. მოგეხსენებათ, დიაბეტიანი პაციენტები 24 საათის განმავლობაში საჭიროებენ ექიმის მეთვალყურეობას. ამის გამო ყოველთვის ვგრძნობ, რომ ჩემ პაციენტებს აქვთ ჩემი იმედი და ხშირად ვისმენ, რომ მენდობიან - ეს ჩემთვის ყველაფერია. იყო კარგი ექიმი, ჩემთვის ნიშნავს- იყო პროფესიონალი, გულისხმიერი და ყურადღებიანი ადამიანი,"-ამბობს ექიმი-ენდოკრინოლოგი. 

ანა დათიაშვილი წარმატებულ სამედიცინო კარიერას ასევე წარმატებით უთავსებს პირად ცხოვრებას. 

"მყავს შესანიშნავი მეუღლე და შვილი. ველოდებით კიდევ ერთ პატარას. ჩემი მეუღლე სამედიცინო სფეროს კარგად იცნობს, აქვს ყოველდღიური შეხება კლინიკებთან და ექიმებთან. ამის გამო კარგად აქვს გააზრებული ექიმის პასუხისმგებლობა და მოვალეობები ავადმყოფის მიმართ. ყოველთვის გვერდით მიდგას და მეხმარება ჩემი საქმის ხარისხიანად და კარგად შესრულებაში,"-ამბობს ანა დათიაშვილი. 

წარმატებული ექიმი-ენდოკრინოლოგი სააგენტოს მკითხველს და ზოგადად საზოგადოებას იმ რჩევებს აძლევს, რომელიც მათ მიმდინარე სეზონზე გამოადგებათ. 

"ჩვენი ორგანიზმისთვის საინტერესო სეზონია- ცხელი პერიოდიდან გადავდივართ ცივში, ამიტომ ორგანიზმს გადაწყობა და მომზადება სჭირდება. განსაკუთრებით ენდოკრინოლოგიურ პაციენტებს: ფარისებრი ჯირკვლის ავადმყოფობებით, შაქრიანი დიაბეტით, მეტაბოლური დარღვევებით. აუცილებელია ლაბორატორიული კონტროლი, მედიკამენტების დოზის ცვლილება და ა.შ. ჩემ პაციენტებს ყოველთვის ვაფრთხილებ, რომ შემოდგომა-გაზაფხულის სეზონზე აუცილებელია ექიმთან ვიზიტი. გისურვებთ ჯანმრთელობას!,"-ამბობს ანა დათიაშვილი. 





25-09-2024, 17:38
უკან დაბრუნება