TOP-NEWS.GE / ქუთაისის მერიის პრესსამსახურის პოსტი ვაკანტურია

ქუთაისის მერიის პრესსამსახურის პოსტი ვაკანტურია

ქუთაისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის პოზიცია ვაკანტურია. თეონა გიორგაძემ, რომელიც ქუთაისის მერიაში 2017 წლიდან მუშაობდა, დაკავებული პოზიცია დატოვა.

"ტოპნიუსი"-ს ინფორმაციით, ის მუშაობას ქუთაისის მულტიფუნქციურ ცენტრში გააგრძელებს, რომელიც ქუთაისში ცოტა ხნის წინ, "ჯორჯიან მანგანეზი"-ს დაფინანსებით გაიხსნა. ცენტრი მსურველებს არაფორმალურ განათლებას უფასოდ სთავაზობს. 

2-09-2024, 23:14
უკან დაბრუნება