TOP-NEWS.GE / საჩხერეში ლაშა ტალახაძის საგულშემატკივროდ ემზადებიან

საჩხერეში ლაშა ტალახაძის საგულშემატკივროდ ემზადებიან

ლაშა ტალახაძე პარიზის ოლიმპიადაზე მესამე ოლიმპიურ ოქროს მედლისთვის საქართველოს დროით, 22:30 საათზე იასპარეზებს.

ამ დროისთვის საჩხერეში გულშემატკივრები იკრიბებიან. ისინი პლანეტის უძლიერესი ძალოსანის გამოსვლას თვალს ღია ცის ქვეშ სპეციალურად დამონტაჟებულ დიდ ეკრანზე მიადევნებენ.

10-08-2024, 21:51
უკან დაბრუნება