TOP-NEWS.GE / სტიქიამ ბაღდათს 8 მილიონი ლარის ზარალი მიაყენა

სტიქიამ ბაღდათს 8 მილიონი ლარის ზარალი მიაყენა

სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დამთვლელმა კომისიამ მუშაობა დააასრულა ბაღდათის მუნიციპალიტეტში. როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, ზარალი დაახლოებით 8 მილიონამდეა.

21 ივნისს, ღამით, ბაღდათში მოსულმა ძლიერმა წვიმამ მდინარე ხანისწყლის ადიდება გამოიწვია. ადიდებულმა მდინარემ დატბორა საავტომობილო გზები, დააზიანა ბაღდათი-ხანის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა, დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები და დააზარალა მინერალური წყლების საწარმო "ზეკარი". 

2-07-2024, 12:18
უკან დაბრუნება