TOP-NEWS.GE / 30 ივნისს, ქუთაისში მატჩის ჩვენება 100-საფეხურიან კიბესთან გაიმართება

30 ივნისს, ქუთაისში მატჩის ჩვენება 100-საფეხურიან კიბესთან გაიმართება

30 ივნისს, ევროპის ჩემპიონატზე, მერვედფინალურ მატჩში  საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების და ასევე, სხვა ქვეყნების გუნდების თამაშების პირდაპირი ტრანსლირება  ქუთაისში, 100 საფეხურიანი კიბის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა. 

"18:00 საათიდან დაუკრავს DJ და ჯგუფი „ოჩოს ქოხი“, მოეწყობა სპორტული აქტივობები, ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები კი გამაგრილებელ სასმელებს შესთავაზებენ გულშემატკივრებს.

 ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს!,"-ნათქვამია ქუთაისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

29-06-2024, 21:20
უკან დაბრუნება