TOP-NEWS.GE / რიკოთზე ტრაილერი გადაბრუნდა

რიკოთზე ტრაილერი გადაბრუნდა

რიკოთზე ტრაილერი გადაბრუნდა, რის შედეგადაც 3 ადამიანი მსუბუქად დაშავდა, მათ შორის ერთ-ერთი ტრაილერის მძღოლია. 

გარდა ამისა, დაზიანდა ოთხი ავტომობილი. 

როგორც  შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

15-06-2024, 16:26
უკან დაბრუნება