TOP-NEWS.GE / რიკოთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდა

რიკოთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდა

ძლიერი წვიმის შედეგად, რიკოთის ჩუმათელეთი-ხევის მშენებარე მონაკვეთზე, გზის სავალ ნაწილზე ჩამოსული წყლისა და ტალახის გამო, გზის გაწმენდამდე, დროებით იზღუდება ავტოტრანსპორტის მოძრაობა-ინფორმაციას ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

"საორიენტაციოდ, ნახევარ საათში დასრულდება გზის გაწმენდის სამუშაოები და ავტოტრანსპორტის მოძრაობა დაუყოვნებლივ აღდგება ორმხრივ რეჟიმში,"-აცხადებენ დეპარტამენტში. 

11-06-2024, 23:43
უკან დაბრუნება