TOP-NEWS.GE / "მუხრუჭებმა უმტყუნა"-რაჭაში ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა

"მუხრუჭებმა უმტყუნა"-რაჭაში ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა

რაჭაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

5 დაშავებული, რომელთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ამბროლაურის საავადმყოფოში რჩება, ხოლო 4 დაშავებული რეანომობილებით სხვადასხვა საავადმყოფოში გადაანაწილეს. 

ამბროლაურში, სოფელ აგარასთან ავარია თბილისიდან რაჭაში მომავალ სამგზავრო მიკროავტობუსს შეემთხვა. არსებული ინფორმაციით, ტრანსპორტს სამუხრუჭე ხუნდებმა უმტყუნა, რის შედეგადაც მიკროავტობუსი მოსახვევში გადავარდა. 

23-05-2024, 21:51
უკან დაბრუნება