TOP-NEWS.GE / ხარაგაულის საკრებულოს facebook-ის ოფიციალური გვერდი გაუტეხეს

ხარაგაულის საკრებულოს facebook-ის ოფიციალური გვერდი გაუტეხეს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს facebook-ის ოფიციალური გვერდი გაუტეხეს. როგორც საკრებულოში ამბობენ, მომხდარის მიზეზები მათთვის უცნობია.

"შეიცვალა facebook-ის ოფიციალური გვერდის სახელწოდება. გვერდი იძებნება Odette Odile -ს სახელწოდებით. 

შესაბამისად  facebook-ის ოფიციალური გვერდზე წვდომა აღარ გვაქვს. 

აქედან გამომდინარე, საკრებულო იხსნის პასუხისმგებლობას გვერდზე გავრცელებულ ნებისმიერ ინფორმაციაზე.

უახლოეს დღეებში გაკეთდება ახალი ფეისბუქ გვერდი და ჩვეულ რეჟიმში მოგაწვდით ინფორმაციას საკრებულოში მიმდინარე პროცესების შესახებ,"-აცხადებენ საკრებულოში. 

8-05-2024, 14:12
უკან დაბრუნება