TOP-NEWS.GE / ქუთაისში, სასაფლაოების დამსუფთავებელი შპს საგანგებო რეჟიმში მუშაობს

ქუთაისში, სასაფლაოების დამსუფთავებელი შპს საგანგებო რეჟიმში მუშაობს

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ქუთაისში, 13 საქალაქო სასაფლაოსთან  მისასვლელი ცენტრალური გზებისა და შიდა ბილიკების გაწმენდა-დასუფთავება მიმდინარეობს. სასაფლაოების ტერიტორიებიდან ასევე ხდება ნარჩენების გატანა.  

"შპს "ქართული ტრადიციები 2011" მოსახლეობას მოგმართავთ თხოვნით: ნუ დაყრით ნარჩენებს საოჯახო საფლავების მიმდებარე ტერიტორიაზე, გამოიტანეთ ცენტრალურ გზაზე,"-აცხადებენ შპს "ქართული ტრადიციები 2011"-ში.

შპს საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს.

4-05-2024, 11:25
უკან დაბრუნება