TOP-NEWS.GE / 3 აპრილს, დღის მეორე ნახევრიდან ძლიერ ქარს ელოდებიან

3 აპრილს, დღის მეორე ნახევრიდან ძლიერ ქარს ელოდებიან

სპეციალისტები მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებენ. 

"3 აპრილის დღის მეორე ნახევრიდან 4 აპრილის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. საღამოს საათებში ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვაც,"-აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში. 

2-04-2024, 14:55
უკან დაბრუნება