TOP-NEWS.GE / ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა სტატუსი შეიცვალა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა სტატუსი შეიცვალა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მგზავრთნაკადის ზრდით, ევროპის საშუალო ზომის აეროპორტებს შორის მესამე ადგილზეა.

 ACI-ის (აეროპორტების საერთაშორისო საბჭო) 2024 წლის იანვრის ანგარიშის თანახმად, საშუალო ზომის აეროპორტებს შორის ქუთაისის აეროპორტში 2019 წელთან შედარებით, მგზავრთნაკადის 171.8%-იანი ზრდის მაჩვენებლით მესამე ადგილზე მოხვდა.

ახალი კლასიფიკაციის თანახმად, საუბარია ACI-ის  წევრ იმ აეროპორტებზე, რომლებიც წლიურად 1-დან 10 მლნ-მდე მგზავრს ემსახურებიან.

12-03-2024, 12:50
უკან დაბრუნება