TOP-NEWS.GE / სკოლები დღეიდან ერთი კვირით დაისვენებენ

სკოლები დღეიდან ერთი კვირით დაისვენებენ

საქართველოს საჯარო სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები დაიწყო.

განათლების მინისტრის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეები 8 მარტიდან 14 მარტის ჩათვლით დაისვენებენ.

სასწავლო პროცესი 15 მარტს განახლდება. რაც შეეხება კერძო სკოლებს, ისინი არდადეგების საკითხს და ხანგრძლივობას თავად განსაზღვრავენ.

8-03-2024, 12:48
უკან დაბრუნება