TOP-NEWS.GE / ქუთაისში ელექტრომობილების მძღოლები პარკირების თანხას არ გადაიხდიან

ქუთაისში ელექტრომობილების მძღოლები პარკირების თანხას არ გადაიხდიან

ქუთაისის მერიის შპს "პარკინგსერვისი", რომელიც ქალაქში პარკირების სისტემის მოწესრიგებაზეა პასუხისმგებელი, ელექტრომობილების მძღოლებს პარკირების საფასურის გადახდისგან ათავისუფლებს.
" გაცნობებთ, რომ ქალაქ ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოძრავი ელექტროძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელები სრულად თავისუფლდებიან ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პარკირების სარგებლობისათვის განსაზღვრული საფასურის გადახდისაგან,"-აცხადებენ "პარკინგსერვისში". 
14-02-2024, 18:16
უკან დაბრუნება