TOP-NEWS.GE / ბაღდათში მეწყერის შედეგად დაღუპულ დედა-შვილს დღეს დაკრძალავენ

ბაღდათში მეწყერის შედეგად დაღუპულ დედა-შვილს დღეს დაკრძალავენ

ბაღდათში, სოფელ ნერგეეთში მომხდარი სტიქიის შედეგად გარდაცვლილებს გლოვობენ. 

6 თებერვლის ღამეს, სოფელში მთიდან წამოსულმა მეწყრულმა მასამ 4 საცხოვრებელი სახლი დამარხა. შედეგად გადარჩა 1 და დაიღუპა 9 ადამიანი. გარდაცვლილებს შორის 4 ერთი ოჯახის წევრია-მამა და სკოლის 3 მოსწავლე. 

სტიქიის შედეგად დაღუპულ ხანდაზმულ დედა-შვილს დღეს დაკრძალავენ. 

სოფელ ნერგეთში, სტიქიური უბედურების ადგილას ამ დროისთვის მძიმე ტექნიკა მუშაობს. მიმდინარეობს ტერიტორიის გაწმენდა.უსაფრთხოების მიზნით, სოფლიდან 7 ოჯახის ევაკუაცია მოხდა.

10-02-2024, 11:03
უკან დაბრუნება