TOP-NEWS.GE / ქუთაისი-ცაგერის გზაზე მოძრაობა აკრძალულია

ქუთაისი-ცაგერის გზაზე მოძრაობა აკრძალულია

ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზის 47-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

"შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 47-ე კმ-ზე კლდოვანი მასის ჩამოსვლის გამო აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა," - აღნიშნულია ინფორმაციაში.

9-02-2024, 10:41
უკან დაბრუნება