TOP-NEWS.GE / ნაქერალას უღელტეხილზე მოძრაობა აიკრძალა

ნაქერალას უღელტეხილზე მოძრაობა აიკრძალა

ნაქერალას უღელტეხილზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

"რთული მეტეოროლოგიური პირობების (ძლიერი თოვა, ზვავსაშიშროება და შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ44-კმ46 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია,"-აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

5-02-2024, 19:23
უკან დაბრუნება