TOP-NEWS.GE / ზესტაფონში, სამბოში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართება

ზესტაფონში, სამბოში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართება

27 იანვარს, ზესტაფონში, სამბოში საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდება.

"პირველად ზესტაფონში, საქართველოს ჩემპიონატი  გაიმართება ჭიდაობა სამბოში ( დიდებს შორის). ტურნირი  მიხეილ სალაძის სახელობის სასპორტო სკოლაში  დილის 10 საათიდან  დაიწყება. სპორტულ ღონისძიებაში ზესტაფონელი მოჭიდავეებიც ჩაერთვებიან.
ჩემპიონატი  ზესტაფონის მერიის მხარდაჭერით იმართება,"-აცხადებენ ზესტაფონის მერიაში.

23-01-2024, 17:15
უკან დაბრუნება