TOP-NEWS.GE / ლენტეხში კულტურის სახლის რეაბილიტაცია სრულდება

ლენტეხში კულტურის სახლის რეაბილიტაცია სრულდება

ლენტეხის მუნიციპალიტეტში კულტურის სახლის სრული სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.
პროექტის ფარგლებში Მოეწყო  სცენა-გახმოვანება და მონტაჟი, ჩატარდა ელექტრო მონტაჟის, წყალმომარაგების, ცეცხლდაცვის, კანალიზაციისა და გათბობის სამუშაოები. სრულიად განახლდა ინვენტარი.

დასრულებული პროექტი რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა- პაპუნა მარგველიძემ მაჟორიტარ დეპუტატთან, გოჩა ენუქიძესთან და ლენტეხის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.

ხელშეკრულების ღირებულება 2 მილიონ 143 403 ლარს  შეადგენს. სამუშაოებს შპს "ჯორჯიან ბილდინგ კომპანი" ასრულებს. Პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის დააფინანსებთ განხორციელდა.


21-01-2024, 17:19
უკან დაბრუნება