TOP-NEWS.GE / რა მოეწყობა კუნძულებზე, რომელიც ტყიბულის მერიამ გაყიდა?

რა მოეწყობა კუნძულებზე, რომელიც ტყიბულის მერიამ გაყიდა?

ტყიბულის წყალსაცავში, სოფელ მანიჭორში მდებარე კუნძულები 3 მილიონ ლარად გაიყიდა - ტერიტორიის შემძენმა ადგილზე 8 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს და ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურა შექმნას.

კუნძულების გასაყიდად სამი აუქციონი 2023 წლის დეკემბერში ტყიბულის მუნიციპალიტეტმა გამოაცხადა, ისინი 28 დეკემბერს დასრულდა. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ თითოეულ მათგანში საკმაოდ მაღალი კონკურენცია დაფიქსირდა და ხუთმა სხვადასხვა მონაწილემ ერთ აუქციონში 483 ბიჯი, ხოლო მეორე 556 ბიჯი დაფიქსირდა. თუმცა, ერთი ბიჯით გაიყიდა მესამე 1.7 მილიონი ლარის ღირებულების კუნძული.

ჯერჯერობით საჯარო რეესტრში საკუთრების ცვლილება ასახული არაა.

BMG შეეცდება გაარკვიოს თუ ვინ გახდნენ ამ კუნძულების მესაკუთრეები:


კუნძულების მყიდველებმა ადგილზე ინვესტიციები 5 წლის ვადაში უნდა განახორციელონ.

9-01-2024, 15:54
უკან დაბრუნება