ქუთაისის მერიის ა(ა)იპ „სპეციალური სერვისების“ თანამშრომლები პირველი იანვრიდან მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ იმგზავრებენ. სადეპუტატო ინიციატივას, რომელიც 302 თანამშრომელს შეეხება, საკრებულო რიგით 26-სხდომაზე დაამტკიცებს.
ახალი ინიციატივა "სპეციალური სერვისების" თანამშრომლებს დღეს, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ და ქალაქის მერმა, იოსებ ხახალეიშვილმა გააცნეს.
ქუთაისის მუნიციპალური ტრანსპორტის, მგზავრობის საშეღავათო ტარიფით ჯამში 60 ათასი მოქალაქე სარგებლობს.