TOP-NEWS.GE / "2024 წლის 1 ივლისიდან, სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებელთა ხელფასი საშუალოდ 500 და მეტი ლარით გაიზრდება"

"2024 წლის 1 ივლისიდან, სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებელთა ხელფასი საშუალოდ 500 და მეტი ლარით გაიზრდება"

მიმდინარე სასწავლო წლის დასრულებისთანავე, 1 ივლისიდან მასწავლებელთა ახალი სახელფასო პროგრამა ძალაში შევა-ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, გაზრდილ ხელფასს მასწავლებლები ივლისის თვიდან მიიღებენ.

"2024 წლის 1 ივლისიდან, სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებელთა ხელფასი საშუალოდ 500 და მეტი ლარით გაიზრდება. 

აღსანიშნავია, რომ გაზრდილი ხელფასი მასწავლებლებს შვებულების პერიოდშიც, 1 ივლისიდან მიეცემათ. 

ახალი სახელფასო ფორმულა ითვალისწინებს  საბიუჯეტო სახსრების სამართლიან და თანაბარ გადანაწილებას მასწავლებლის დატვირთვისა და შრომის შესაბამისად,"-აცხადებენ სამინისტროში. 

24-11-2023, 18:11
უკან დაბრუნება