TOP-NEWS.GE / რა ეტაპზეა თერჯოლაში ნომერ პირველი საჯარო სკოლის რეაბილიტაცია?

რა ეტაპზეა თერჯოლაში ნომერ პირველი საჯარო სკოლის რეაბილიტაცია?

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, საქართველოს პარლამენტის წევრ ზვიად შალამბერიძესთან, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ გიორგი შონიასთან და მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, თერჯოლის №1 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ.

500 მოსწავლეზე გათვლილ სკოლაში განახლდება საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკა, სამეცნიერო ლაბორატორია, სპორტული სივრცეები. ასევე, სრულად შეიცვლება სკოლის გათბობის, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემები, გაუმჯობესდება შენობის ენერგოეფექტურობა და კეთილმოეწყობა სკოლის ეზო.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება. 

დღეს, 16:17
უკან დაბრუნება