TOP-NEWS.GE / ქუთაისელი მოჭადრაკეები მსოფლიო შეჯიბრებიდან ბრინჯაოს მედლებით ბრუნდებიან

ქუთაისელი მოჭადრაკეები მსოფლიო შეჯიბრებიდან ბრინჯაოს მედლებით ბრუნდებიან

ქუთაისელი მოჭადრაკეები მსოფლიოს სასკოლო გუნდური ჩემპიონატის ევროპის ეტაპის ბრინჯაოს მედალოსნები გახდნენ. ქართველმა მოზარდებმა ტურნირი მესამე ადგილზე დაასრულეს და ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრეს.

შეჯიბრება შვეიცარიული სისტემით, 8 ტურად გაიმართა და მასში ევროპის 27 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. საქართველოს გუნდმა 8 ტურში 11 ქულა დააგროვა.

🥉გაბრიელ გაბადაძე
 🥉დავით თათვიძე
 🥉ლუკა ნემსიწვერიძე
 🥉ცოტნე არსენიძე
 🥉ლილე სვანაძე

 გუნდის კაპიტანი საჭადრაკო სკოლა "მაია"-ს მწვრთნელი ინგა კიკვიძე. 

გუშინ, 22:57
უკან დაბრუნება