TOP-NEWS.GE / “გთხოვთ დაგვეხმარეთ და მიაწვდინეთ ყველას ხმა. სად არის ვერტმფრენები და ტექნიკა, რატომ არ გამოვყავართ?,”-სტიქია ბაღდათში

“გთხოვთ დაგვეხმარეთ და მიაწვდინეთ ყველას ხმა. სად არის ვერტმფრენები და ტექნიკა, რატომ არ გამოვყავართ?,”-სტიქია ბაღდათში

სტიქია ბაღდათში. უხვი ნალექის შედეგად, სოფელ ნერგეეთის ტერიტორიაზე მიწა ჩამოიშალა, რის გამოც ადგილზე მოძრაობა შეზღუდულია და მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.

“ბაღდათის რაიონში არის წყალდიდობა. დაიტბორა გზები (საირმის გზა), მოდის მიწა და ღორღი. გამოღწევა გვინდოდა და წამოვედით მანქანით. სოფელ ნერგეეთში, სატყეოსთან დაგხვდა საცობი. წინ არის წყარო, როგორც გვითხრეს, იმ ადგილას ჩამოწოლილია მიწა. ვერ გამოვდივართ. დავრეკე 112-ში, გადმოცემულიაო და ჯერ არაფერს აკეთებენ. გთხოვთ დაგვეხმარეთ და მიაწვდინეთ ყველას ხმა. სად არის ვერტმფრენები და ტექნიკა, რატომ არ გამოვყავართ?,”-ამბობს თიკო ნერგაძე.

გუშინ, 19:37
უკან დაბრუნება